ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, მაგრამ არ ვიშლებით - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე მხარდამწერებს მოუწოდა ცვალ, 6 ნოემბერს, 5 საათზე რუსთავის ციხესთან შეიკრიბონ და არ დაიშალონ.

„ხვალ ძალიან ბევრი უნდა შევიკრიბოთ რუსთავში, რუსთავის ციხესთან 5 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით… დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პარტნიორი თანამოქალაქე, ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან და ყველა სოფლიდან და იქ ვიქნებით იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ  არ გადაიყვანენ სამოქალაქო საავადმყოფოში. ამიტომ ხვალ რუსთვიდან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება  მთელი საქართველო. დამატებით გეგმაზე დამატებით გაცნობებთ, წინასწარ არ გვაქვს სურვილი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ. ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით“,- განაცხადა მელიამ.

გასულ კვირას ნიკა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისში 6 ნოემბერს გაიმართებოდა.