ხვალ არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ, მე არ მაქვს არჩევანი - იოსელიანი

პუბლიკა

ხვალ არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ – პირველ ტურში იყო კანდიდატი, ვისაც მხარი დავუჭირე, მეორე ტურში ეს კანდიდატი აღარ არის, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, „მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ხვალ არჩევნებზე მისვლას არ ვაპირებ, მე არ მაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება გავაკეთო თბილისში, სადაც რეგისტრირებული ვარ. კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილები არიან, არც ერთი არ არის ჩემთვის მისაღები. მივიდე იმიტომ, რომ ბიულეტენი გავაფუჭო, ეს არ არის თვითმიზანი. არ ვთვლი, რომ ბიულეტენის გაუქმება სწორია, ეს სამართლებრივად არჩევნებზე არმისვლის ტოლფასია. პირველ ტურში ვიყავი და იყო კანდიდატი, ვისაც მხარი დავუჭირე, მეორე ტურში ეს კანდიდატი აღარ არის,”- განაცხადა იოსელიანმა.