ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

პუბლიკა

17 თებერვალს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

7 თებერვალს საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორად ირაკლი შოთაძე აირჩია. შერჩეულ 4 კანდიდატს შორის (ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე), შოთაძემ ყველაზე მეტი – 11 ხმა მიიღო.

შოთაძის კანდიდატურის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი სამოქალაქო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაეჭირათ შოთაძის კანდიდატურისთვის. მათი თქმით, შოთაძეს დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგ პროკურატურასთან გაიმართა აქციებიც.