ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ სააკაშვილიც გათავისუფლდება და ქვეყანაც | მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ამომრჩეველს მიმართა. მისი თქმით, ხვალ არჩევნებში ოპოზიცია გამარჯვებას მოიპოვებს. ამ გამრჯვების შემდეგ კი გათავისუფლდება დაკავებული მიხეილ სააკაშვილიც.

„მოგესალმებით გამარჯვების სრული რწმენით. ხვალ რეფერენდუმი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ ყველა მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას.

ამ გადაწყვეტილებით მოვიშორებთ ამ ხელისუფლებას და დავადგებით ნათელი მომავლის გზას. სააკაშვილმა იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც.

საერთო გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს გამარჯვებას. მან თავისი თავისუფლება რეჟიმის დამარცხებისთვის დათმო. შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია 41 -ის გარდა.

ენმ-ის ყველა მომხრეს დამატებითი ვალდებულება გვაქვს. ჩვენი არჩევანით დავიცვათ პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს ჩვენი სურვილიც არის და ვალიც არის.“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს სამართალდამცავებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ის გადაყვანილია რუსთავის ციხეში. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დღესვე მოინახულებს. სააკაშვილს ინტერესებს სასამართლოში დაიცავს ნიკა გვარამია.

LB loan image desktop LB loan image mobile