შსს დაკავებული მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველ კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს როგორ გადაჰყავთ ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა სავარაუდოდ დაკავებამდე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი ამომრჩეველი გაამხნევა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.