კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ აცრილ და ტესტირებული მოქალაქეებს შეეძლებათ

პუბლიკა

უკრაინული მედია კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 1 ნოებრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობით ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხით დაიშვება.

„ჩვენ არ ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას, მაგრამ იმუშავებს მხოლოდ იმ მგზავრებისთვის, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა კლიჩკომ.

ტრანსპორტზე რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების კუთხით კიევის ე.წ. წითელ ზონაში გადასვლამ გამოიწვია. ქალაქის მერის თქმით, ეს რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ გაუფრთხილდნენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას და გადაარჩინონ სამედიცინო სექტორი გადატვირთვას. ვიტალი კლიჩკომ ახალი რეგულაციის დაანონსებასთან ერთად მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.