კინოინდუსტრიის წარმომადგენლები წულუკიანს შეხვედრის თხოვნით მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეხვედრის თხოვნით მიმართავენ. მათი განცხადებით, კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კულტურის სამინისტროს არგუმენტების მოსმენა და მათი კონსტრუქციული განხილვა. 

კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყველა პროცესი, მათ შორის კინოცენტრში ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებები, ახალი დირექტორის შერჩევა უნდა ხდებოდეს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კვალიფიციურ და პროფესიონალ პირებთან კომუნიკაციის საფუძველზე, გამჭვირვალედ და ღიად. 

იხილეთ განცხადება სრულად:

„აღელვებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, კერძოდ, აუდიტის დასკვნით და მის საფუძველზე  სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან ნაჩქარევად, ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე გათავისუფლებით, მაშინ, როდესაც აუდიტის ანგარიში თითქმის 6 თვის წინ მომზადდა. ჩვენთვის, როგორც სფეროს წარმომადგენლებისათვის, მნიშვნელოვანია ამ ფაქტთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს არგუმენტების მოსმენა და მათი კონსტრუქციული განხილვა.

კინოცენტრის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მუშაობა თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. არსებითია, რომ კინოცენტრმა შეინარჩუნოს ეს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ხოლო კინემატოგრაფისტებს ამ ფაქტის უტყუარი განცდა ჰქონდეთ. მიგვაჩნია, რომ ყველა პროცესი, მათ შორის კინოცენტრში ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების განხორციელება, ახალი დირექტორის შერჩევა უნდა ხდებოდეს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, კვალიფიციურ და პროფესიონალ პირებთან კომუნიკაციის საფუძველზე, გამჭვირვალედ და ღიად. ჩვენ არ ვმოქმედებთ კონკრეტული პირების წინააღმდეგ ან დასაცავად. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კინოცენტრის, როგორც ინსტიტუციის სიმყარე.

მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ ახალი დირექტორის შერჩევისას უმთავრეს კრიტერიუმად დაისახოთ დირექტორობის კანდიდატის პროფესიული გამოცდილება კინოს დარგში და კინომრეწველობის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა. ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კანდიდატების შერჩევის შემდეგ, დირექტორის დანიშვნამდე, სამინისტროს წარმომადგენლებსა და კინემატოგრაფისტებს შორის გაიმართოს კონსულტაციები.

ამ მიზნით, უშუალოდ თქვენთან შეხვედრის გარდა, სასურველია კინოპროფესიონალებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლობის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, რომლის მიზანი იქნება კინოინდუსტრიის სფეროს საჭიროებების იდენტიფიცირება, თქვენი გეგმებისა და ჩვენი მოლოდინების შეჯერება, ხედვების გაზიარება, უკუკავშირის მოსმენა, საერთო ენის გამონახვა.

კინოცენტრის მხარდაჭერით, ჩვენი სექტორი წლებია მუშაობს ქართული კინოს გასაძლიერებლად და საერთაშორისო არენაზე მისთვის ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად. ამას ადასტურებს ფილმებისა და პროექტების საერთაშორისო ფესტივალებსა და ბაზრობებზე მონაწილეობა, მოპოვებული საერთაშორისო აღიარება – ნომინაციები, პრიზები და დისტრიბუცია. კინემატოგრაფისტებს გვადარდებს ქართული კინოს მომავალი და ვშიშობთ, რომ არაკოორდინირებულმა და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება დააზიანოს ეს მიღწევები..  

მოგეხსენებათ, საერთაშორისო კოპროდუქცია არსებითი ფაქტორია როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ქართული კინოს წარმატებისთვის. ქართული ფილმების 97% კოპროდუქციის შედეგად იქმნება. ჩვენ ვიღებთ კითხვებს საერთაშორისო პარტნიორებისგან. ნებისმიერი სისტემური სახის ცვლილება, რომლის შესახებაც მათ არ აქვთ ინფორმაცია და პასუხები, მათი მხრიდან საქართველოსთან ერთობლივი კინოწარმოებისთვის არახელსაყრელ პირობად აღიქმება. 

ისეთი მყარი ინსტიტუტის არსებობა, როგორიც კინოცენტრია, რომელსაც გამოცდილი და კომპეტენტური პიროვნება მართავს, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა თავისუფალი, კონიუნქტურისგან დაცლილი, მაღალი ხარისხის კინოს შესაქმნელად, მისი ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის გასაზიარებლად. 

სამწუხაროა, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თქვენი დანიშვნის შემდეგ დღემდე ვერ მოხერხდა თქვენთან შეხვედრა. დღეს ამ შეხვედრის აუცილებლობას ვხედავთ. ხედვების გაზიარების მიზნით, გთხოვთ უახლოეს პერიოდში, მარტის თვის დასრულებამდე, შევხვდეთ ერთმანეთს, შედგეს დიალოგი. ჩვენი პარტნიორობა აუცილებელია ქართული კინოინდუსტრიის მომავალი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

ინიციატორები აღნიშნავენ, რომ განცხადებაზე ხელმოწერის მსურველთა რაოდენობა იზრდება:

      1. გოგი გვახარია – კინომცოდნე
      2. ნინო კირთაძე – კინორეჟისორი
      3. მარიამ ჭაჭია – რეჟისორი/პროდიუსერი,  ოპიოდოკი
      4. თეკლა მაჭავარიანი – პროდუსერი, ნუში ფილმი
      5. მიხეილ კვირიკაძე – ოპერატორი
      6. მარი გულბიანი – რეჟისორი
      7. ალექსანდრე კობერიძე – კინორეჟისორი
      8. სალომე ჯაში – რეჟისორი, პროდიუსერი,  საქდოკ ფილმი
      9. ანნა ძიაპშიპა – საქდოკ  ფილმი
      10. თეო ხატიაშვილი – კინომცოდნე  
      11. ნინო მხეიძე – კინომცოდნე 
      12. გიორგი გეთიაშვილი – კინომცოდნე
      13. ავთანდილ ხორავა – ოპერატორი, რეჟისორი
      14. გურამი ღონღაძე – კინოფესტივალის პროგრამერი
      15. ნინო ძანძავა – კინომცოდნე
      16. ანა ჭყონია – კინოფესტივალის პროგრამერი
      17. ლელა ოჩიაური – კინომცოდნე
      18. ეკა წოწორია – რეჟისორი, მემონტაჟე
      19. ქეთი დანელია – პროდიუსერი, takes film 
      20. ნინო ჯინჭარაძე – პროდიუსერი, takes film 
      21. თინათინ გურჩიანი – კინორეჟისორი, ttfilm
      22. თამარ გურჩიანი – პროდიუსერი, ttfilm
      23. ელენე ნავერიანი – კინორეჟისორი
      24. ელენე მარგველაშვილი – პროდიუსერი, პარაშუტ ფილმს 
      25. კეკო ჭელიძე – რეჟისორი
      26. კოტე კალანდაძე- რეჟისორი
      27. თორნიკე გოგრიჭიანი – რეჟისორი, მსახიობი
      28. ანა ხაზარაძე – პროდიუსერი, 1991 productions
      29. ნინო ჩიჩუა – პროდიუსერი, 1991 productions
      30. სოფო ბენდიაშვილი – პროდიუსერი, ენკენი ფილმს
      31. ბაჩო მებურიშვილი – პროდიუსერი, ენკენი ფილმს
      32. ბესო სოლომანაშვილი – რეჟისორი 
      33. გიორგი მრევლიშვილი – რეჟისორი
      34. ნიკა წიკლაური – რეჟისორი, ecofilms
      35. გიორგი რაზმაძე – კინომცოდნე
      36. ირინე ჟორდანია – კინორეჟისორი
      37. მარგო ზუბაშვილი – კინორეჟისორი
      38. ნინო ჟვანია – კინორეჟისორი
      39. შორენა თევზაძე – კინორეჟისორი
      40. ნინო გოგუა – კინორეჟისორი
      41. ელენე ფასური – რეჟისორი
      42. ნესტან ნენე კვინიკაძე – სცენარისტი
      43. გოგა დევდარიანი – კინოოპერატორი 
      44. ნატალია გაბისონია – მსახიობი
      45. ნატალია ჯუღელი – მსახიობი
      46. სოსო ხვედელიძე – მსახიობი
      47. ნინო ჩიმაკაძე – კინოჟურნალისტი
      48. ბასტი მგალობლიშვილი – კინომცოდნე
      49. ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე
      50. ანა კვიჭიძე – რეჟისორი, 17/07
      51. მარიამ ჩუტკერაშვილი – კინომცოდნე
      52. მარიამ ბიწაძე – პროდიუსერი, 17/07
      53. ირინა გელაშვილი – პროდიუსერი
      54. სალომე ვეფხვაძე – რეჟისორი
      55. დავით დავითიანი- კინომცოდნე
      56. ხვიჩა ემირიძე – რეჟისორი
      57. თინათინ ემირიძე- რეჟისორი
      58. ნონა გიუნაშვილი – რეჟისორი 
      59. თენგიზ მანძულაშვილი-ხმის ოპერატორი
      60. თათია ახალშენაშვილი – რეჟისორი
      61. ნანკა ბალახაშვილი – ქასთინგის რეჟისორი 
      62. ლევან შუბაშვილი – რეჟისორი
      63. ლუკა ბერაძე – რეჟისორი
      64. ნიკოლოზ ბეჟანიშვილი – რეჟისორი
      65. ანასტასია ჭანტურაია – მსახიობი
      66. ალექსანდრე ხარანაული – სცენარისტი
      67. დეა ჭოლოკავა – რეჟისორი 
      68. გიორგი ყოლბაია – ფოტოგრაფი
      69. ლევან აბდუშელიშვილი – კინომცოდნე
      70.  თამარ ჯელია – რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე
      71. კატო კალატოზიშვილი – მსახიობი
      72. პაატა ინაური – მსახიობი
      73. თამარ კალანდაძე – კინომცოდნე, რეჟისორი
      74. უტა ბერია – სცენარისტი, რეჟისორი
      75. მარადია ცაავა – დოკუმენტალისტი
      76. თაკი მუმლაძე – მსახიობი
      77. იოსებ სოსო ბლიაძე – რეჟისორი
      78. ელენე მიქაბერიძე- რეჟისორი
      79. თიკო ნადირაშვილი – პროდუსერი
      80. სანდრო სულაძე – რეჟისორი
      81. გივი ბ. ოდიშარია – სცენარისტი, რეჟისორი
      82. ანა ბარჯაძე – რეჟისორი
      83. ნინო კასრაძე – მსახიობი
      84. პაპუნა მოსიძე – რეჟისორი
      85. ზაზა კოშკაძე –  სცენარისტი
      86. შოთა მესხაძე – რეჟისორი
      87. ირაკლი სოლომანაშვილი – სცენარისტი
      88. მაია ლევანიძე –კინომცოდნე
      89. ლევან ადამია – რეჟისორი,  ოპერატორი
      90. ნინია კაკაბაძე – კინომცოდნე
      91. ანანო მახარაძე – მსახიობი
      92. მარიამ დვალიშვილი – პროდიუსერი
      93. ლიკა მაისურაძე – მსახიობი
      94. გიორგი შარვაშიძე – მსახიობი
      95. ნატო გაბუნია – სცენარისტი, რეჟისორი
      96. გრიგოლ ჯანაშია – სცენარისტი, რეჟისორი
      97. თემურ ფაილოძე – სცენარისტი
      98. თინათინ ნადირაშვილი – პროდიუსერი
      99. კატო გელაშვილი – მხატვარი
      100. თორნიკე ბზიავა – რეჟისორი
      101. კახა მაჭარაშვილი – პროდიუსერი
      102. კახა კინწურაშვილი – მსახიობი
      103. მარი ბექაური – დრამატურგი
      104. ირმა ინარიძე – პროდიუსერი
      105. გურამ ბაქრაძე – რეჟისორი
      106. სოფიო ზერაგია – მსახიობი                                      
      107. ია ვეკუა – კინომიმომხილველი
      108. გიკა მიქაბაძე – კინომცოდნე
      109. კოკა ესაიაშვილი – კინომცოდნე
      110. ლელი მიმინოშვილი – კასტინგის მენეჯერი 
      111. მეგი კობალაძე – მსახიობი 
      112. ნუცა ზანგურაშვილი – რეჟისორის ასისტენტი 
      113. ეკა ხორგუაშვილი – წარმოების მენეჯერი 
      114. მარიამ ჭინჭარაული – კოსტუმების ასისტენტი 
      115. ქეთევან ნადიბაიძე – მხატვარი 
      116. ნინო ინჯია – კოსტუმების მხატვარი 
      117. ნიკოლოზ ღოღ`ბერიძე – კამერის ასისტენტი 
      118. გიორგი წერეთელი – მსახიობი
      119. ჯუდა (ხატია) ფსუტური – ფოტოგრაფი 
      120. ლევან კვარაცხელია – მხატვარი 
      121. თამრი ოხიკიანი – მხატვარი 
      122. დავით ბუხრიკიძე – კინომცოდნე
      123. თემო ცავა – რეჟისორი
      124. ირინა დემეტრაძე – კინომცოდნე
      125. თამარ თვარაძე – პროდიუსერი
      126. ზვიად ელიზიანი – კინოფესტივალის მენეჯერი
      127. სანდრო ნავერიანი – სცენარისტი
      128. თინათინ მუმლაძე – რეჟისორი 
      129. ანა ჩუბინიძე – ანიმაციის რეჟისორი
      130. ნუცა წიქარიძე – სცენარისტი, რეჟისორი
      131. სალომე ცოფურაშვილი – კინოს და გენდერის მკვლევარი
      132. თეო ბარამიძე – მხატვარი 
      133. Ნატუკა  კახიძე – მსახიობი
      134. Ქეთო ყიფიანი – საქდოკ ფილმი
      135. ნინო ორჯონიკიძე – არტეფაქტ პროდაქშენი 
      136. ვანო არსენიშვილი – არტეფაქტ პროდაქშენი 
      137. მარიამ ხუნდაძე – მსახიობი