კულტურის სფეროს წარმომადგენლები წულუკიანს წერილით მიმართავენ

პუბლიკა

კულტურის სფეროს წარმომადგენლები კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლების გამო თეა წულუკიანს წერილით მიმართავენ.

სამინისტროს ცნობით, ჩხეიძის გათავისუფლების საფუძველი შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა.

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„კულტურის სფეროში ბოლო პერიოდში მიმდინარე მტკივნეული პროცესების მიუხედავად, სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის გაგა ჩხეიძის ვადამდე გათავისუფლება მინისტრ თეა წულუკიანის მიერ.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა “ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და ამოქმედდა 2001 წლის აპრილში.

ეროვნული კინოცენტრი წლების განმავლობაში დამოუკიდებლად განსაზღვრავს ქვეყნის კინოპოლიტიკას, მცირე დაფინანსების პირობებშიც კი ქართულმა კინომ სწორედ კინოცენტრის ძალისხმევით შეძლო თავის დამკვიდრება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო სივრცეში საინტერესო, მნიშვნელოვანი და წარმატებული ფილმებისა და პროექტების შექმნა.

დღეს კინოცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებიდან ხელს უწყობს სახელოვნებო სივრცის განვითარებასა და პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად აფინანსებს არა მარტო ფილმებს, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ გამოცემებს, რომელიც კინოინდუსტრიის განვითარებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს.   დამოუკიდებელი, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის მიუხედავად შემდგარი კომისიები სუბსიდირებისთვის არჩევენ ისეთ პროექტებს, რომლებიც განსხვავდებიან როგორც თემატურად, ასევე ასახავენ სხვადასხვა სოციალურ ძვრებს და რეაგირებას ახდენდნენ მნიშვნელოვან პროცესებზე.

ჩვენთვის გაუგებარია, რა გახდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ვადამდე გათავისუფლების მიზეზი, რომელსაც ხელშეკრულებით ვადა 2022 წლის აპრილში გასდიოდა, ასევე მისი ცილისწამება და სექტორის შანტაჟი პროკურატურის ხსენებით, აუდიტის იმ დასკვნაზე დაფუძნებით, რომლის საბოლოო ვერსიაც ჯერ არავის უნახავს.

სამწუხაროდ, ეს დაუსაბუთებელი ბრძანება ხელს უშლის კონსტრუქციული კრიტიკის ჯანსაღ პროცესს პროფესიონალებს შორის, გვაფერხებს, რომ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ ამ მნიშვნელოვან სფეროს და ვუპასუხოთ მის რეალურ საჭიროებებს.

მაგრამ ამ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და უპირატესობის მინიჭებით მიიღება, რთული იქნება კონსტრუქციულობის შენარჩუნება, რადგან ჩვენი, როგორც პროფესიონალების ყურადღება არასწორი მიმართულებით იფანტება და იხარჯება, ისევე როგორც კინოცენტრის თანამშრომლების და დირექტორის დრო დაიხარჯა 2021 წლის 22 აპრილს კინოცენტრში სამინისტროს აუდიტის შემოსვლის შემდეგ, რომლის პირველადმა დასკვნამ ხელმოსაჭიდი დარღვევები ვერ გამოავლინა.

ჩვენთვის გადამწყვეტია ამ ინსტიტუციის არსებობა და სექტორის ჩართულობით განვითარება, მისი მუშაობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ევრიმაჟი, კინოორგანიზაციათა საერთაშორისო ქსელი, EFP – European Film Promotion, FNE – Film New Europe და სხვ.). თუმცა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კულტურის მინისტრის მოადგილის დანიშვნა გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს სურს დამოუკიდებელი ინსტიტუციის დამორჩილება, გაკონტროლება და მისი სისტემური მოშლა, ერთგვარი ცენზურის დაწესება ჩვენს პროექტებზე, ფილმებსა და იდეებზე.

იმის მაგივრად, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელი შეეწყო ინდუსტრიის განვითარებისთვის, კინემატოგრაფისტების მოთხოვნის შესაბამისად გაეზარდა კინოინდუსტრიის მწირი დაფინანსება და მხარში დადგომადა მუნიციპალური კინოს დაარსების იდეას თუ სხვა მნიშვნელოვან პროცესებს, ის პირიქით, დესტრუქციულად მოქმედებს, თავს ესხმის, ანადგურებს და ხელს უშლის დამოუკიდებელი სფეროს და  ინსტიტუციის გაძლიერებას, რომელსაც გარდამტეხი როლი აქვს, აფერხებს კინოს, როგორც მნიშვნელოვანი სახელოვნებო დარგის განვითარებას და განხეთქილება შემოაქვს კოლეგებს შორის.

ხელმომწერთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება:

  1. ანნა ძიაპშიპა – საქდოკ  ფილმი 
  2. სალომე ჯაში – საქდოკ  ფილმი 
  3. ელენე მარგველაშვილი – პარაშუტ ფილმს 
  4. Თეკლა მაჭავარიანი- ნუში ფილმი
  5. ნუცა წიქარიძე – რეჟისორი, სცენარისტი
  6. გიორგი რაზმაძე – კინომცოდნე
  7. ნუცა ალექსი-მესხიშვილი – რეჟისორი
  8. მარგო ზუბაშვილი – რეჟისორი
  9. ნინო ორჯონიკიძე  – არტეფაქტ პროდაქშენი
  10. ვანო არსენიშვილი – არტეფაქტ პროდაქშენი
  11. ოპიოდოკი
  12. თეო ხატიაშვილი – კინომცოდნე
  13. გოგი გვახარია – კინომცოდნე
  14. ნანა ექვთიმიშვილი – რეჟისორი
  15. Ბებე სესიტაშვილი – მსახიობი 
  16. Ნუცა ზანგურაშვილი- რეჟისორის ასისტენტი 
  17. Გიორგი წერეთელი – მსახიობი 
  18. Ხათუნა გოგუა – წარმოების მენეჯერი 
  19. მარიამ ჭაჭია-რეჟისორი
  20. Თამრი ოხიკიანი – მხატვარი 
  21. ნესტან ნენე კვინიკაძე – სცენარისტი
  22. Ლევან გელბახიანი – მსახიობი  
  23. ნიკოლოზ ბეჟანიშვილი -რეჟისორი
  24. ნიკა წიკლაური – რეჟისორი
  25. Ნინუცა გაბისონია – მსახიობი 
  26. Ბაჩი ვალიშვილი – მსახიობი 
  27. Თინათინ კვინიკაძე- კოსტუმების მხატვარი
  28. Ნინო ჩიჩუა-1991 ფროდაქშენს
  29. ალექსანდრე კობერიძე – რეჟისორი 
  30. Ელენე ნავერიანი – რეჟისორი 
  31. Ნინო ჯინჭარაძე-  პროდიუსერი Takes Film 
  32. Ქეთი დანელია – პროდიუსრი Takes Film 
  33. Ნათია ნიკოლეიშვილი-პროდუსერი, რეჟისორი
  34. ნინო გოგუა – რეჟისორი
  35. ელენე ფასური –  რეჟისორი
  36. გიორგი გეთიაშვილი – კინომცოდნე
  37. ჟანა სარდლიშვილი – პროდიუსერი
  38. ნინია კაკაბაძე – კინომცოდნე
  39. ირინა გელაშვილი – პროდიუსერი
  40. ეკა მაღალაშვილი – მხატვარი
  41. ნონა გიუნაშვილი – რეჟისორი
  42. ხვიჩა ემირიძე – რეჟისორი
  43. თინათინ ემირიძე – რეჟისორი
  44. მარადია ცაავა – რეჟისორი
  45. შორენა თევზაძე – რეჟისორ
  46. დავით გაბუნია – სცენარისტი, მწერალი
  47. თამთა ხალვაში – ანთროპოლოგი 
  48. გურამი ღონღაძე – ფესტივალის პროგრამერი, რეჟისორი
  49. გოგა დევდარიანი – ოპერატორი
  50. Პაპუნა მოსიძე – რეჟსიორი 
  51. გიორგი შველიძე – ოპერატორი 
  52. Მარი გულბიანი-რეჟისორი
  53. ეკა წოწორია – რეჟისორი, მემონტაჟე
  54. Სოფო ბენდიაშვილი – პროდიუსერი, ენკენი ფილმს
  55. Ბაჩო მებურიშვილი – პროდიუსერი, ენკენი ფილმს
  56. ნინი შველიძე – კინომცოდნე
  57. ანა დავითაშვილი  – ჟურნალისტი
  58. ანანო ბაკურაძე – ჟურნალისტი
  59. ქეთი მაჭავარიანი – რეჟისორი, პროდიუსერი
  60. ბასა ხარაზი – მსახიობი
  61. Გიორგი ჯავახიშვილი-კინო მკვლევარი
  62. Ნინო ჩიმაკაძე- კინოჟურნალისტი
  63. Კეკო ჭელიძე- რეჟისორი
  64. ნატალია ჯუღელი – მსახიობი
  65. ქეთო ყიფიანი – საქდოკ ფილმი 
  66. ანა ბარჯაძე – რეჟისორი
  67. ბესო სოლომონაშვილი – რეჟისორი
  68. თორკინე ბზიავა – რეჟისორი
  69. ქეთი ასათიანი – მსახიობი
  70. უტა ბერია – რეჟისორი, სცენარისტი
  71. თამარ მშვენიერაძე – რეჟისორი/ჟურნალისტი
  72. ირინა გიუნაშვილი – მსახიობი
  73. Ლელა ოჩიაური -​​კინომცოდნე
  74. ლიკა გლურჯიძე – კინომცოდნე
  75. ნინო კირთაძე – რეჟისორი
  76. Ნატო გაბუნია- რეჟისორი, სცენარისტი
  77. Გრიგოლ ჯანაშია- რეჟისორი, სცენარისტი
  78. Ნინო ძანძავა-კინომცოდნე
  79. Ანუკა კალანდარიშვილი-კინომხატვარი
  80. Ნოდარ ნოზაძე- მემონტაჟე, პროდუსერი
  81. სალომე ლაცაბიძე – რეჟისორი
  82. ნატა სოფრომაძე – ფოტოგრაფი
  83. თეონა მესტუმრე – რეჟისორი
  84. ნანა ზურაბიშვილი – პროდიუსერი
  85. ალექს ჩიღვინაძე – სცენარისტი, მწერალი
  86. ელენე მიქაბერიძე – რეჟისორი
  87. Ლევან შუბაშვილი- რეჟისორი
  88. სოფო ჩხაიძე –  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
  89. დავით გურგენიძე – კინომცოდნე
  90. გიორგი ვარსიმაშვილი – რეჟისორი
  91. ალექსანდრე ხარანაული – სცენარისტი
  92. გიორგი ბოჭორიშვილი – მსახიობი
  93. ანა კოტრიკაძე – კინომცოდნე
  94. გიორგი კვაჭაძე – პროდიუსერი
  95. სანდრო ნავერიანი – სცენარისტი 
  96. Დათო ცინცაძე- პროდუსერი, ზაზაფილმს
  97. ანა ურუშაძე – რეჟისორი
  98. გიორგი მუხაძე – რეჟისორი, პროდიუსერი
  99. სალომე ჭულუხაძე – მსახიობი
  100. Ლელი მიმინოშვილი – ქასთინგის რეჟისორი 
  101. Ქეთევან ნადიბაიძე – მხატვარი 
  102. Ნინო ინჯია – კოსტუმების მხატვარი
  103. კატო კალატოზიშვილი – მსახიობი
  104. Ანა ხაზარაძე – პროდიუსერი 1991 ფროდაქშენს
  105. არჩილ ქიქოძე – მსახიობი, მწერალი
  106. Ანა კვიჭიძე- რეჟისორი
  107. ბასტი მგალობლიშვილი – კინომცოდნე 
  108. თამარ თვარაძე –  პროდიუსერი
  109. თეკლა ასლანიშვილი – რეჟისორი
  110. პაატა ინაური – მსახიობი
  111. ნიკოლოზ თაბუკაშვილი – ოპერატორი
  112. Თინა ბაბაკიშვილი – პოსტ პროდიუსერი – Postred 
  113. Ბესო კაჭარავა – ხმის დიზაინერი – Postred 
  114. Ანა ჭყონია- თბილისის კინოფესტივალის თანამშრომელი
  115. ვაჟიკო ჩაჩხიანი – რეჟისორი, არტისტი
  116. გიორგი შარვაშიძე – მსახიობი
  117. ნუცი მალაშხია – პროდიუსერი
  118. Მაკა კუკულავა – სცენარისტი 
  119. გიორგი ჩალაური – რეჟისორი
  120. ბაქარ ჩერქეზიშვილი – რეჟისორი
  121. სალომე ბუკია – ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი
  122. თეა ვაწაძე – რეჟისორი
  123. Იოსებ Სოსო ბლიაძე-რეჟისორი
  124. ალექსანდრე იაკობაშვილი – ოპერატორი
  125. მაია მესტუმრე – ხელოვნებათმცოდნე
  126. ნიკა ფასური – კომპოზიტორი
  127. ანა ჩუბინიძე – ანიმაციის რეჟისორი
  128. ნანკა ბალახაშვილი – კასტინგის რეჟისორი
  129. პაატა შამუგია – პოეტი
  130. დათა თავაძე – რეჟისორი
  131. ნატუკა კახიძე – მსახიობი
  132. ქეთევანი კაპანაძე – რეჟისორი
  133. ნინო მხეიძე – კინომცოდნე
  134. ბესო ოდიშარია – რეჟისორი
  135. სოფო ბაზღაძე – პროდიუსერი
  136. ნოდარ ბეგიაშვილი რეჟისორი 
  137. ქეთი გალდავაძე – პროდიუსერი
  138. თათია ახალშენაშვილი – რეჟისორი 
  139. ნაჯა ორაშვილი – რეჟისორი, პროდიუსერი
  140. გაგა შიშინაშვილი – მსახიობი
  141. ივა ქიმერიძე – მსახიობი
  142. სალომე კალანდია – რეჟისორი
  143. ქეთევან შათირიშვილი – მსახიობი
  144. ანუკა ლომიძე – კინოჟურნალისტი
  145. ზვიად მღებრიშვილი – კომპოზიტორი
  146. თამუნა შუბითიძე – რეჟისორის ასისტენტი
  147. ლევან აბდუშელიშვილი – კინომცოდნე
  148. თამთა გაბრიჩიძე – რეჟისორი
  149. Თამარ შავგულიძე- რეჟისორი
  150. Გიორგი ყოლბაია- ფოტოგრაფი
  151. Ნინო ჟვანია – რეჟისორი
  152. Თინათინ გურჩიანი- რეჟისორი TTFillm
  153. Თამარ გურჩიანი პროდუსერი TTFillm
  154. Ზურა მამაგულაშვილი- რეჟისორი
  155. Ირაკი ზურაბიშვილი- გრაფიკოსი
  156. Ვახო კუნცევ-გაბაშვილი- რეჟისორი ‘სტუდია აკრობატი’
  157. Გოგა ქობალია- სცენარისტი, რეჟისორი
  158. Ნატო ბაგრატიონი-მხატვარი
  159. Მარიკა ლაფაური-ავტორი, გერმანიის ჟურნალისტთა კავშირის წევრი
  160. Ნატო სიხარულიძე- პროდუსერი
  161. Თათია სხირტლაძე – მხატვარი, რეჟისორი
  162. Გიორგი მრევლიშვილი – რეჟისორი
  163. Მარიამ ბიწაძე – პროდუსერი
  164. Გურამ ქველაძე – გრაფიკოსი
  165. პიტერ სტენ – პროგრამერი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 
  166. თათია სხირტლაძე – რეჟისორი, მხატვარი 
  167. ნინო ზაუტაშვილი – კოსტიუმის მხატვარი
  168. დავით ისაკაძე – პროდიუსერი
  169. ნინო სურამელაშვილი – მწერალი
  170. ნათია ბუკია – გალერისტი 
  171. შოთიკო აფციაური – არტისტი 
  172. ნატალია ვაწაძე – მხატვარი 
  173. Ნანო ზაზანაშვილი- არქიტექტორი
  174. Თამარ ბართაია – სცენარისტი 
  175. Ნანა ჯორჯაძე – რეჟისორი 
  176. Მარიამ ჭინჭარაული – კოსტუმების ასისტენტი 
  177. Ლევან კვარაცხელია – მხატვარი 
  178. Ეკატერინე დემეტრაძე – მსახიობი
  179. Ანა ნიკოლაშვილი – მსახიობი
  180. Ანანო ცინცაბაძე – იურისტი
  181. Ელენე ასათიანი – რეჟისორი
  182. ალექსანდრე ქორიძე – რეჟისორი
  183. ვასილი დოლიძე – ოპერატორი
  184. ირინე რურუა – რეჟისორი
  185. ანი კაშია – პროდიუსერი
  186. დიმიტრი დეკანოსიძე – კინოოპერატორი
  187. Გიორგი ფარქოსაძე, რეჟისორი
  188. Ნიკ ვოიგთ- ოპერატორი, რეჟისორი
  189. Მაკა გოგალაძე- რეჟისორი
  190. Თორნიკე გოგრიჭიანი- რეჟისორი
  191. Ნინო ქორიძე- მსახიობი
  192. Დავით დავითიანი- კინომცოდნე
  193. ტატო პაპიაშვილი – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
  194. მარიამ ბაქრაძე
  195. ინნა მარგველაშვილი – პროდიუსერი, საქდოკ ფილმი
  196. ილო ღლონტი – რეჟისორი
  197. ლევან ღლონტი – რეჟისორი
  198. ნათია არაბული ვეგერი. რეჟისორი
  199. ნინო სლეპჩენკო – მხატვარ-დიზაინერი
  200. ლევან ვათეიშვილი – დიზაინერი
  201. ირინა სირაძე – ხელოვნებათმცოდნე
  202. ეკა ხორგუაშვილი-წარმოების მენეჯერი
  203. ნათია ბუნტური-ბალეტის მოცეკვავე
  204. კონსტანტინე ქიტიაშვილი – მხატვარი 
  205. კრისტიან რუთი – კინოკონსულტანტი 
  206.  თინათინ გურგენიძე – არქიტექტორი 
  207. ოთარ ნემსაძე – არქიტექტორი 
  208. თამარ ჯანაშია –  კულტურის მენეჯერი 
  209. გვანცა ჯიშკარიანი – გალერისტი, არტისტი 
  210. ხათუნა ხაბულიანი – ხელოვნებათმცოდნე
  211. ანნა ჯიბლაძე – ვიზუალური არტისტი 
  212. ნატალია ყიფიანი – დიზაინერი
  213. თაკო შუკაკიძე – პოეტი
  214. მარია ლისენკო – მუსიკის ტექნოლოგი
  215. ნინი დარჩია – კურატორი 
  216. დავით ხორბალაძე – რეჟისორი 
  217. სოფიკო გვიმრაძე – მსახიობი 
  218. თემო დემეტრაშვილი – ფერმწერი 
  219. ნიკოლოზ ნადირაშვილი-UNESCO/EU- შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში, ეროვნული ექსპერტი
  220. ნიკა ლომიძე – არქიტექტორი
  221. ქეთი ნადიბაიძე – მხატვარი და სცენოგრაფი
  222. სალომე მაისაშვილი – მსახიობი
  223. სოსო ხვედელიძე – მსახიობი 
  224. გიო ჯინჭარაძე – მხატვარი 
  225. თამარ ბოჭორიშვილი – მხატვარი 
  226. ვლადიმერ მხეიძე – ანიმაციის მხატვარი 
  227. თიკო ნადარეიშვილი – პროდიუსერი
  228. სანდრო სულაძე – რეჟისორი, სცენარისტი 
  229. ლია ბაგრატიონი – არტისტი, თსსა ასოცირებული პროფესორი 
  230. Ირაკლი კვირიკაძე – მსახიობი
  231. Ანდრო ერაძე- მულტიმედია არტისტი
  232. Ანდრო დადიანი – არტისტი, პერფორმერი
  233. Სანდრო ლომინაშვილი – SOU ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი
  234. Ელენე აბაშიძე – კურატორი
  235. Ლევან ცხოვრებაძე – კინოკრიტიკოსი
  236.  თეკლა ჯავახაძე – მსახიობი,ქასთინგ მენიჯერი
  237. სოფო ზერაგია – მსახიობი
  238. ლილი მაისურაძე – მსახიობი
  239. ნატალია გაბისონია – მსახიობი
  240. ბექა ხაჩიძე – მსახიობი
  241. ანასტასია ჭანტურაია – მსახიობი
  242. Თამრი ბზიავა- მსახიობი
  243. Მარიამ ჩუტკერაშვილი- კინომცოდნე, CineDOC Tbilisi
  244. Ლუკა ფადიურაშვილი- რეჟისორი
  245. Მარინა კულუმბეგაშვილი- რეჟისორის ასისტენტი
  246. Ჯუდა ხატია ფსუტური- ფოტოგრაფი
  247. Ნიკოლოზ ღოღობერიძე- კამერა ასისტენტი
  248. ოთო შენგელია- ვიზუალური არტისტი
  249. Ქეთი ქანთარია- მთარგმნელი
  250. Თინათინ ასათიანი – თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია “პროპაგანდა”
  251. Ვაჟა მარი -მუსიკოსი, “ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია”
  252. ნატალია ბერიძე – კომპოზიტორი
  253. Თამარ მარი – კურატორი
  254. მარიკა ქოჩიაშვილი – ჟურნალისტი, ფოტოგრაფი
  255. Შოთა იათაშვილი – პოეტი, მწერალი
  256. Თემო რეხვიაშვილი – მსახიობი
  257. გიორგი მაისურაძე – მწერალი, ფილოსოფოსი
  258. რატი ამაღლობელი – პოეტი
  259. ლაშა ბუღაძე – მწერალი, დრამატურგი
  260. Გიორგი ჩუთლაშვილი – პოეტი
  261. Ანა ციმინტია- რეჟისორი
  262. Თამარ ჯელია-რეჟისორი
  263. Დავით აფაქიძე – ხელოვნების მკვლევარი, არტისტი, პროექტი ფუნგუსი
  264. Მარიამ წიქარიძე – კურატორი, “ობსკურა”
  265. Თაკო რობაქიძე- ფოტოგრაფი
  266. Ქეთი ჯაფარიძე- ხელოვნებათმცოდნე
  267. Ქეუ მეფარიშვილი – არტისტი
  268. ესმა ბერიკიშვილი – ანთროპოლოგი / პროდიუსერი
  269. Თამარ კალმახელიძე – ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  270. Ნინო პატარიძე – ხელოვნებათმცოდნე 
  271. Ანი ცერცვაძე – მხატვარი
  272. თემურ ეზუგბაია – რეჟისორი
  273. ნინო მემანიშვილი – რეჟისორი
  274. მალხაზ ბერძენიშვილი – ოპერატორი, მემონტაჟე
  275. Ირინე ჟორდანია – რეჟისორი, სცენარისტი
  276. ლევან ადამია – რეჟისორი/ოპერატორი
  277. Უტა ბექაია – მხატვარი
  278. Ანა ჩორგოლაშვილი – ხელოვნებათმცოდნე
  279. Მარიამ ვარძელაშვილი – პიანისტი
  280. Ქეთი შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნე
  281. Თეზი გაბუნია – არტისტი
  282. მარიამ ჯგუშია – ფილოსოფიის მკვლევარი
  283. Მეგი კობალაძე – მსახიობი 
  284. Გიორგი მასხარაშვილი – კინორეჟისორი
  285. დეა ჭოლოკავა- რეჟისორი
  286. Ნინო ზაუტაშვილი – მხატვარი 
  287. კოტე ჩლაიძე- კინომენეჯერი
  288. Გიკა მიქაბაძე – კინომცოდნე
  289. Ანა თოდიძე- დიზაინერი
  290. ეკატერინე ხვედელიძე- პროდიუსერი
  291. Თამარ ამაშუკელი-ხელოვნებათმცოდნე
  292. Ნიკო ტარიელაშვილი – მემონტაჟე
  293. გიორგი ზათიაშვილი – რეჟისორი, ოპერატორი
  294. Ირაკლი სოლომანაშვილი – სცენარისტი
  295. Თათია ნადარეიშვილი – ილუსტრატორი
  296. Რეზო კიკნაძე – კომპოზიტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  297. ირინა ჩხაიძე – ხელოვნებათმცოდნე, ლექტორი
  298. Ქეთი გოგუაძე – ჟურნალისტი, კინომცოდნეობის სტუდენტი
  299. სოფიო კილასონია ხელოვნებათმცოდნე, კურატორი
  300. თამარ ლოლუა – მხატვარი
  301. მარიამ კალანდაძე – მხატვარი
  302. ლუკა ნახუცრიშვილი – მკვლევარი
  303. Ალექსანდრა აროშვილი – მკვლევარი
  304. Ანი ზაქარეიშვილი – მუსიკოსი
  305. მიხეილ ჩარკვიანი – რეჟისორი
  306. მარიამ ხუნდაძე – მსახიობი
  307. Ბექა უნგიაძე – მუსიკოსი
  308. მარიამ მეღვინეთუხუცესი – დრამატურგი
  309. ანანო მახარაძე – მსახიობი
  310. Თინა ხიზანიშვილი – ქასთინგის მენეჯერი
  311. Ნინო ახვლედიანი – რეჟისორი
  312. Მარიამ დვალიშვილი – პროდიუსერი
  313. Თინათინ ჩხეიძე – მხატვარი
  314. Გიორგი სავანელი – დრამის რეჟისორი
  315. Ნატალია ნებიერიძე- არქიტექტორი
  316. Ანა გზირიშვილი – ხელოვანი
  317. Ნანკა კალატოზიშვილი – მსახიობი
  318. Ლალი პერტენავა – ხელოვნებათმცოდნე
  319. Ქეთი დოლიძე – თეატრისა და კინოს რეჟისორი, ფესტივალი “საჩუქარის” დამაარსებელი
  320. Კახა კინწურაშვილი  -მსახიობი
  321. Ანდრია დოლიძე- მხატვარი
  322. Ქეთა გავაშელი – არტისტი
  323. Ერეკლე დეისაძე – პოეტი, მუსიკოსი
  324. Ლია უკლება – მხატვარი
  325. Თინათინ ხუტურიძე- პოეტი
  326. Თორნიკე სიბაშვილი – პოეტი
  327. Ნათია გიორგაძე – პოეტი
  328. Ნანა აბულაძე – მწერალი
  329. Ნიკოლოზ ლუტიძე – არტისტი
  330. ბიჭიკო ჭეიშვილი – მსახიობი
  331. Ნანა გოგოლაშვილი – მთარგმნელი
  332. თამთა მელაშვილი- მწერალი
  333. Სოფო დუმბაძე – პოეტი
  334. Მარიამ პაიჭაძე – მთარგმნელი
  335. Თათა დვალიშვილი – მხატვარ/რესტავრატორი
  336. გოგი მიქელაძე – მხატვარი
  337. Სალომე ცოფურაშვილი – ფოტოგრაფი
  338. იუნონა გურული – მწერალი
  339. სალომე ვეფხვაძე – რეჟისორი
  340. Ირინე ჯორჯაძე – ხელოვნების მასწავლებელი
  341. Სალომე სორდია – ხელოვნებათმცოდნე
  342. Ალექსადნრე რამიშვილი – არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  343. Ნატალია ფერაძე – მხატვარი, რესტავრატორი
  344. Ლევან ხერხეულიძე – ფოტოგრაფი
  345. Სოფიო ელიაშვილი – მხატვარი, რესტავრატორი
  346. Ანა ნატროშვილი- მხატვარი
  347. Მაია ავალიშვილი – დიზაინერი
  348. Ქეთევან ბუაჩიძე – პროექტების მართვის სპეციალისტი
  349. Მაკა შენგელია – ისტორიკოსი
  350. Ალექსანდრე წივწივაძე – დიზაინერი
  351. Მარიამ ამურველაშვილი – ფოტოგრაფი
  352. ციცინო ციცხვაია – დიზაინერი,მხატვარი
  353. Ნინო კალანდია – ხელოვანი
  354. Პაპუნა პაპასქირი – ფერმწერი
  355. Მიხეილ კვირიკაძე-რეჟისორი/ ოპერატორი
  356. Ნესტან ნიჟარაძე – თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედდის მუზეუმის დირექტორი
  357. Სოფო კობიძე – მხატვარი
  358. Მაკა გოცირიძე- მხატვარი
  359. Ნინო ყოფშიძე- ხელოვნებათმცოდნე
  360. Ანკა ხელაშვილი – მხატვარი
  361. Ირა ლავრინენკო – მხატვარი
  362. Თინათინ ადეიშვილი – დიზაინერი
  363. Გიორგი ვარდიაშვილი – ხელოვანი
  364. ნინო დარასელი  – ონლაინ ჟურნალი AT.G ჟურნალისტი
  365. Რატი ერაძე- მუსიკოსი
  366. Ნათია ჩიკვილაძე – მსახიობი
  367. Ეკა ეგაძე- არქიტექტორი
  368. Ელენე გაბრიჩიძე – ხელოვანი
  369. Ლიზა ჟვანია – კურატორი
  370. Მაია აბაშიძე – მხატვარი
  371. Თეონა ლეჟავა – მსახიობი
  372. Ნინო მოსეშვილი – არქიტექტორი, დიზაინერი
  373. Ირაკლი მახარაძე – რეჟისორი
  374. Ბელა ჩეკურიშვილი – პოეტი, მწერალი
  375. Ბოკო ჩიღლაძე – პოეტი
  376. Ეკატერინე ტოგონიძე – მწერალი
  377. Ლელა გოცირიძე- რესტავრატორი
  378. Თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი
  379. Ხათუნა მარტიაშვილი – პოეტი
  380. Ზაზა კოშკაძე – სცენარისტი
  381. Ზაალ ანდრონიკაშვილი – ლიტერატურათმცოდნე
  382. Ლაშა დაგდაგანი – რეჟისორი
  383. Ანა ინგოროყვა – მსახიობი
  384. Ლანა კალანდია – მთარგმნელი
  385. Ხვიჩა ყალაბეგაშვილი – გამომცემელი
  386. Ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
  387. Თინათინ ნოღაიდელი – ხელოვანი
  388. Ნათია ბენაშვილი – მხატვარი
  389. ალექსანდრე ლორთქიფანიძე – მსახიობი, სცენარისტი
  390. Დათო აბრამიშვილი – რეჟისორი
  391. Შოთა გუჯაბიძე – კინორეჟისორი
  392. Ნინო ჩხეიძე – ანიუმაციური ფილმის რეჟისორი
  393. Ბიჭიკო ჭიშვილი – მსახიობი
  394. Თათა ჩიკვილაძე-ჟურნალისტი
  395. Არჩილ ქობალია- ოპერატორის ასისტენტი
  396. Გუგა გელაშვილი – რეჟისორი
  397. Ეკა ჩავლეიშვილი -მსახიობი
  398. Გიორგი წილოსანი – რეჟისორი
  399. Თამთა გაბრიჩიზე – რეჟისორი
  400. Შოკა მაღრაძე – ქასთინგ მენეჯერი
  401. Დათა ჩაჩუა – მსახიობი
  402. Ლაშა დგებუაძე – ოპერატორი
  403. Ივანე გოლიაძე – ფოტოგრაფი
  404. ნინიკო ლეკიშვილი – მემონტაჟე
  405. Გიორგი სამსიანი – რეჟისორი