კობახიძე: არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია, მე ამ საქმის სპეციალისტი ვარ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კერი დეგნანის განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც  პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს.

„ მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი – 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი.“ – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პრულარიზმი და მრავალფეროვნებას პროპორციული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს.