კობახიძე TI-ზე: „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“ გაავრცელა ტყუილი, რომ დავმალეთ  GRECO-ს ანგარიში

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობას ნებართვა აქვს გაცემული ევროპის საბჭოსთვის GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გამოქვეყნებაზე და  რამდენიმე დღე სჭირდება, რომ დოკუმენტი გადაითარგმნოს.

ამ განცხადებით კობახიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ უპასუხა.

ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“ , ანუ სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. NGO „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დავმალეთ  GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა ევროსაბჭოსთვის, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი, თარგმნა, დღეების ამბავია, როცა კი ითარგმნება, გამოქვეყნდება. ასეთ ტყუილებს როცა ავრცელებს კონკრეტული NGO, გასაგებია, რა არის მათი მიზანი“, – განაცხადა მან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.