კობახიძის თქმით, უკრაინაში ვიზიტი კონსულტაციებისა და უსაფრთხოების რისკების ანალიზის შემდეგ გადაწყდება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის, მან კომენტარი უკრაინაში შესაძლო ვიზიტის თემაზეც გააკეთა.

„ნებისმიერი ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს, რა თქმა უნდა, კონსულტაციების საფუძველზე, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე და, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს საფუძვლად უნდა დაედოს, მათ შორის, პირველ რიგში, უსაფრთხოების რისკების ანალიზი. როდესაც ასეთი კონსულტაციები შედგება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის გახმოვანება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.