კომუნალურების მხარდაჭერის პროგრამა ნოემბრიდან განახლდება – გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შემცირებული შემოსავლისა და დაკარგული სამუშაო ადგილების კომპენსირების მიზნით კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება.

„ოთხი თვის განმავლობაში – ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო – 200 კვტ/სთ ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოხმარება იქნება მთავრობის მხრიდან კომპენსირებული“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს პროგრამულად ექნებათ საშუალება, უარი თქვან დახმარებაზე.

იგივე პროგრამა პანდემიის გამო მარტი-მაისის პერიოდშიც მოქმედებდა.