კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიას დღეიდან შორენა შავერდაშვილი უხელმძღვანელებს, მან დავით კაკაბაძე შეცვალა – ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, შორენა შავერდაშვილს მედიის მიმართულებით 19-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის ჟურნალ „ცხელი შოკოლადისა“ და ყოველკვირეული პოლიტიკური ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. 2010-2011 წლებში შავერდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2008-2011 წლებში მედია ადვოკატირების ჯგუფი „მედიაკლუბისა“ და „დეკომ მედია ჰაუსის“ თანადამფუძნებელი იყო. შავერდაშვილი წლების განმავლობაში სტამბის „სეზანი“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კი გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მმართველი პარტნიორი გახდა.
კომუნიკაციების კომისიამ „ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ 2018 წელს შექმნა.