კორონავირუსის გამო დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მინდია გაბაძე

კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გულისხმობს მთავრობის მხრიდან დამატებითი ფინანსური სახსრების (50 მილიარდი აშშ დოლარის) გამოყოფას ეროვნული მასშტაბით კორონავირუსის საპასუხო ზომების მისაღებად‬. დამატებითი რესურსი გამოიყოფა ქვეყნის მაშტაბით ტესტირების საშუალებების რაოდენობის გასაზრდელად.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებული 2,053 შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი და ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანია გარდაცვლილი.