კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 800 გახდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი

პუბლიკა

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 800 გახდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 640 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთი შემთხვევა უკავშირდება, ე.წ. საბურთალოს კლასტერს, დანარჩელი 3 ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია. გამყრელიძის თქმით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

გუშინ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა ასევე 1 პაციენტი.

ამ ეტაპზე მონაცემები ასე გამოიყურება:

– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 800;

– აქედან გამოჯანმრთელებული – 640;

– გარდაცვლილი – 13;

– კარანტინის რეჟიმში – 2 424;

– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304;

– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.