კრამონი სააკაშვილის საკითხზე: საქართველოს მთავრობა საფრთხეში აყენებს მის ევროპულ მომავალს

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ეკისრება საქართველოს მთავრობას.

„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა თავისი პატიმრის ჯანმრთელობაზე. სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია და საქართველოს ხელისუფლება საფრთხეში აყენებს მის მომავალს ევროკავშირში. მოდი, გადავწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული საკითხი, რათა უფრო დიდ ამოცანებზე გავამახვილოთ ყურადღება“, – წერს ის Twitter-ზე.

1 თევერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატები მოითხოვა. მის წინადადებას სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

დებატები გუშნ გაიმართა და ევროპარლამენტარებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, მთავარი პასუხისგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

ევროპარლამენტარები მოითხოვენ, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა გახდეს შესაძლებელი.