მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი მოსამართლე თამარ მეშველიანმა 1000 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ლექსო მაჭავარიანი გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოძრაობის სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს. ლექსო მაჭავარიანთან ერთად დააკავეს გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე. რუხაძეზე და მჟავანაძეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.
“სირცხვილიას” აქტივისტები დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.