ლექსო მაჭავარიანი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი მოსამართლე თამარ მეშველიანმა 1000 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ლექსო მაჭავარიანი გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოძრაობის სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს. ლექსო მაჭავარიანთან ერთად დააკავეს გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე. რუხაძეზე და მჟავანაძეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

ლექსო მაჭავარიანი დაჯარიმდა 1000 ლარით.

#სირცხვილია

Posted by სირცხვილია • Shame Movement on Tuesday, November 10, 2020

“სირცხვილიას” აქტივისტები დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.