ლიტერატურული პრემია „მუზის“ მოკლე სია გამოქვეყნდა

პუბლიკა

ლიტერატურული პრემია „მუზის“ მოკლე სია გამოქვეყნდა.

კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 25 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება.

წლევანდელი მოკლე სია ასეთია:

1. ნომინაცია – წლის საუკეთესო რომანი:

● ზურაბ ოდილავაძე, „სამოთხიდან განდევნილნი“;

● ლევან ბერიძე, „როგორც შენ იტყვი“.

2. ნომინაცია – წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

● მიხო მოსულიშვილი, „დარდისას გეტყვი“;

● კახაბერ მელითაური, „ოთხი მოთხრობა”;

● ხათუნა დოლიძე, „ჯადოსნური ტვიფარი“.

3. ნომინაცია – წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

● მანანა ჩიტიშვილი, „რჩეული”, გამომცემლობა „ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაცია”;

● დალილა ბედიანიძე, „გზადაგზა“, წარმდგენი გამომცემლობა „მერანი”;

● ვანო ჩხიკვაძე, „აჰა, ზამთარი გადასატანი“;

● ჯემალ ინჯია, „ხელწერა ხომ არ წამიხდა?”

4. ნომინაცია – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე:

● კონსტანტინე გამსახურდია, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი”;

● ნუგზარ პაპუაშვილი, „სოლომონ დოდაშვილი: სარბიელი და მემკვიდრეობა”, წარმდგენი „კავკასიური სახლის” გამომცემლობა;

● გიორგი კალანდია, „სამი ქართული ამბავი”, წარმდგენი სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე.

5. ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი:

● ლუკა ყაულაშვილი, „შენთვის და შენზე”;

● კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიური რეალობა”;

● მირანდა თვარაძე, „სისხლიანი პუანტები“.

6. ნომინაცია – წლის საუკეთესო თარგმანი:

● ირმა შიოლაშვილი, „საღამო არის ჩემი წიგნი”;

● რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკა, „დღიურები”;

● ნიკოლოზ შამუგია, „ღიღილოები”, თარგმანების კრებული.

7. ნომინაცია – წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია:

● მურმან თავდიშვილი, „ფრენოლოგები რუსთველოლოგიაში”, გამომცემლობა „უნივერსალი”.

● თამარ გელიტაშვილი, „მხატვრული ქმნილების პირისპირ“, გამომცემლობა „უნივერსალი”.

8. ნომინაცია – წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება:

● ირაკლი კაკაბაძე, „მედეა და ოიდიპოსი”, გამომცემლობა „სიესტა”;

● კობა ცხაკაია, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე”.

 

კონკურსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და მწერლების ბოიკოტი

7 სექტემბერს მწერალთა სახლის ფეისბუკის გვერდზე გაზიარდა განცხადება, რომლის თანახმად, კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „მუზას“ მწერალთა სახლი ჩაატარებს.

განცხადებაში კულტურის სამინისტრო კონკურს „ლიტერას“ იხსენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული კონკურსი იყო, რომლის დაფინანსებაც კულტურის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო, ხოლო კონკურსს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ მწერალთა სახლი ატარებდა. თუმცა, როგორც განცხადებაში ეწერა, მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა „სამინისტროსთან დაპირისპირების გზა” აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში.

ახალი წესით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიახლის თანახმად, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებული კონკურსის ხუთკაციან კომისიაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

რასაც მწერალთა ბოიკოტი მოჰყვა და პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს „ლიტერას” მონაწილეებმა, მათ „ლიტერადან“ თავიანთი ნაწარმოებები მოხსნეს. შესაბამისად კონკურსი „ლიტერა“ 2021 წელს არ ჩატარებულა.

ლიტერატურული კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა 20-ზე მეტმა ავტორმა მოხსნა. კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ. პროტესტის ნიშნად პრემია დატოვა ჟიურის ყველა წევრმა, ჟიურიში დარჩა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე.

განცხადების თანახმად, 2022 წელს, ქეთევან დუმბაძის აქტიური მონაწილეობითვე და სოსო ჭუმბურიძესთან თანამშრომლობის შედეგად, გადაწყდა, რომ კონკურსი უფრო მასშტაბური გამხდარიყო, გაზრდილიყო მისი ბიუჯეტი, გაზრდილიყო ნომინაციების რაოდენობაც და დაარსებულიყო უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრემია – „მუზა“, რომლის სიმბოლოდაც მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება იქცეოდა.