„ლიტერადან“ წიგნები ბესიკ ხარანაულმა, ვახტანგ ჯავახაძემ და გელა ჩარკვიანმაც მოხსნეს

პუბლიკა

გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი“ მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ პრემია „ლიტერადან” ხსნის. ასევე, ვახტანგ ჯავახაძესა და ბესიკ ხარანაულთან შეთანხმებით გამომცემლობა „ინტელექტი“ მათ წიგნებს პრემია „ლიტერადან“ ხსნის.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ დღეს ასევე განაცხადა, რომ ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ პრემია „ლიტერადან“ ყველა წიგნი მოხსნა.


ლიტერატურული კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა 20-ზე მეტმა ავტორმა მოხსნა. კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ. პროტესტის ნიშნად პრემია დატოვა ჟიურის ყველა წევრმა, ჟიურიში დარჩა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე.