ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს - ტიხანოვსკაია

პუბლიკა

ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ეხმაურება ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და „ტვიტერზე“ წერს, რომ ეს ნაბიჯი არ გამოხატავს ბელორუსი ხალხის ნებას.

„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.