მე ვბრუნდები ნაძალადევში, ჩემს პოლიტიკურ აკვანში - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.

ნაძალადევის რაიონში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი იქნება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„მე ვბრუნდები სამშობლოში, ჩემს პოლიტიკურ აკვანში  – ნაძალადევში. სწორედ ნაძალადეველთა უდიდესი დამსახურება ის, რომ 30 წელია ლეიბორისტული პარტია არსებობს, როგორც ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ხალხის,  ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მქონდა და მადლობა ჩემს კოლეგებს რომ მხარი დამიჭირეს, “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციის ნაწილის კანდიდატები არიან:

ვაკე – ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“

სამგორი – ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“

გლდანი – ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“

მთაწმინდა – შალვა შავგულიძე – „თავისუფალი დემოკრატები“

ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“

ისანი – გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველო“

შერჩეული კანდიდატები საზოგადოებას შალვა ნათელაშვილმა წარუდგინა და შეაფასა როგორც „უპრეცედენტო, ეპოქალური ერთობა.“

დანარჩენ 2 ოქლში – საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთში, ოპოზიცია აპირებს, საზოგადოებისთვის ცნობილი, არაპოლიტიკური კანდიდატი შეარჩიოს. ვინ იქნება წარმოდგენილი ამ ოლქებში კანდიდატებად, ამის შესახებ კონსულტაციები გრძელდება და გვარებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.