„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად.
მთაწმინდის ოლქში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ კანდიდატად შალვა შავგულიძე დასახელდა.
„მეც და თითოეული ჩვენგანი ვგძრნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ამ ბრძოლაში ვიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვიდან ჩამოსაცილებლად, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.