მერია: აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის" მიმდებარე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე, „გუდვილის” მიმდებარე ხიდზე, 2 აგვისტოდან ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის” მიმდებარედ არსებული  ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”,  – წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.