მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ დღეს, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა. ბრძანებაში მისი გათავისუფლების მიზეზი დასახელებული არ არის.

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 28 ივლისს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც თინათინ რუხაძემ მინისტრის პოსტი დატოვა. ის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა თანამდებობაზე მაია ბითაძის დანიშვნამდე.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კიკნაძე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.

კულტურის სამინისტრომდე ის „საქართველოს რკინიგზაში“ ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი – „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ შიდა მონიტორინგის მენეჯერი.

კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საექსპერტო-კრიმინალურ სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დეკლარაციების მიხედვით, მან შსს 2018 წელს დატოვა.