კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ კიკნაძე დაინიშნა

პუბლიკა

კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს გამოსცა.

თინათინ რუხაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 28 ივლისს განაცხადა. გადაწყვეტილება მან ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირა.

რუხაძის გათავისუფლებასთან ერთად ირაკლი კობახიძემ  გამოსცა ბრძანება მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან მაკა გურგენიძის გათავისუფლების შესახებ, გურგენიძის ადგილზე კი სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მიხეილ კიკნაძე დანიშნა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, მიხეილ კიკნაძე პროფესიით ეკონომისტია და საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კიკნაძის 2024 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კულტურის სამინისტრომდე ის „საქართველოს რკინიგზაში“ ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი – „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ შიდა მონიტორინგის მენეჯერი.

კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საექსპერტო-კრიმინალურ სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დეკლარაციების მიხედვით, მან შსს 2018 წელს დატოვა.

2013 წლამდე მიხეილ კიკნაძე ქვემო ქართლსა და მცხეთაში საექსპერტო-კრიმინალისტურ სამმართველოებს ხელმძღვანელობდა.