მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება - იაგო ხვიჩია „ოცნებას“

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ წევრებს არევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა.

„გადავწყვიტე საკუთარი მაგალითით დავიწყო და თქვენგანაც მოვითხოვო პატივისცემით ურთიერთობები ერთმანეთთან. მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. როგორც ვიცი ეს ჯერჯერობით არც ერთ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას არ გაუკეთებია. ასევე მინდა დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან ოპოზიციიდან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 2 ნოემბერს, 12.00 საათზე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.