მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს, სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ

პუბლიკა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს შეთავაზება ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.

„მე აქედანაც კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს და მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ, მთელი სიმკაცრით, “- განაცხადა ნიკოოზ ფაჩუაშილმა.

მისი თქმით, ბუნებრივად არის დაცული მისი ეპარქია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ის ყველანაირად ითანამშრომლებდა ხელისუფლებასთან.