მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიალოგისკენ მოწოდებებს - ჰარცელი

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. EUinGeorgia და usingeo კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის“, – წერს ჰარცელი.