მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან - გერმანიის ელჩი

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ახარებს ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსების მხრიდან პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივა.

“პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს.” – ნათქვამია ჰუმბერს ქნირშის განცხადებაში.

 

გერმანიის ელჩის, ბატონი ჰუბერტ ქნირშის განცხადება: პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი…

Posted by Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი on Tuesday, November 10, 2020


**************

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტზე“ განცხადება გამოაქვეყნა. ის პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს: „მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

მოგვიანებით, ენმ-ისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გაირკვა, რომ ოპოზიციური ერთობის სხვა წევრები ვაშაძის განცხადების თაობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ. ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის განცხადება პოლიტსაბჭოსთან არ ყოფილა შეთანხმებული.

თანაპარტიელთა განცხადებების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე თავისივე განცხადება განმარტა და ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

„დამატებით განვმარტავ:
1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – წერს ვაშაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile