მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტის შესახებ - ლაიენი

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი  ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის მიერ შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტას გმობს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” – წერს ის.

რუსეთმა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება” შეაჩერა. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა.


გაეროს დახმარებით უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ და თურქეთმა 2022 წლის ივლისის ბოლოს მოაწერეს ხელი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც სასურსათო კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ მოხერხდა გაეროს შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინა 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებდა.