შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა ორი მძევალი, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„როგორც ნახეთ მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შს სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში“,- განაცხადა მან.
მისივე თქმით მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ, მედიაგამოცემებს ზუგდიდიდან, იმ ადგილიდან, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, პირდაპირი სიგნალის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საბანაძის თქმით, ამის მიზეზი მოქალაქეებისა და სამართალდამცველების უსაფრთხოებაა და წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს სიგნალს თავად ჩაახშობს.
თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები დღის 3 საათზე აიყვანა. ისინი ამ დრომდე შენობაში რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.