„მორატორიუმი შეუძლებელია, გაჩერება შეუძლებელია, განვითარების შეფერხება შეუძლებელია“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინიტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებით გამოდიან.
„მაგრამ, რა არის შესაძლებელი? – გავაუმჯობესოთ თანამშრომლობის მექანიზმები ნებისმიერი ჰესის მშენებლობის დროს მოსახლეობის მეტი ჩართულობით, ექსპერტების მეტი ჩართულობით და ამაზე ნამდვილად შეგვიძლია, რომ ვიმუშაოთ ერთად. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონაც ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არის“, – განაცხადა თურნავამ.