მოსახლეობის 27% განათლების სისტემის მთავარ პრობლემად ონლაინსწავლების სირთულეებს ასახელებს – NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე – რა არის ამჟამად განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, მოსახლეობის 27% ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეს ასახელებს, 22% – მასწავლებლების/ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას, 20% – უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს.

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ავრცელებს.


NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? – ამომრჩეველთა ყველაზე მეტი,  56%, მედიკამენტების ფასს ასახელებს. 29% კი სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასურს ასახელებს, 17% კი სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.


აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი. NDI-ის კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.