მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის დასაკვირვებლად მიგვიწვიეს, რაზედაც უარი ვთქვით - ჰარცელი

პუბლიკა

„ ვიყავით მიწვეული დღეს და ხვალ დავკვირვებოდით მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესს, თუმცა უარი ვთქვით რიგი მარტივი მიზეზების გამო. ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რომელზეც უკვე აპრილიდან ვლაპარაკობთ“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევების სულისკვეთებით არ მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ საკითხებს ჩვენ კვლავ ვახსენებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, ვფიქრობთ რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ახლა ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითხი, რომელსაც განიხილავენ“, – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს მიმდინარე კვირას მოუსმინოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს, რის შემდეგაც კანდიდატები ასარჩევად პლენარულ სხდომას წარედგინება.

LB loan image desktop LB loan image mobile