იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნას.
კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, როგორ დაკომპლექტდება ჯგუფი:
- 13 წევრი „ქართული ოცნებიდან“
- 1 წევრი – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“
- 1 წევრი – „ლელო“
- 1 წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“
- 1 წევრი – „მოქალაქეები“
- 1 წევრი – „ევროპული სოციალისტები“
- 1 წევრი – „გირჩი“
- 1 წევრი – უფრაქციო დეპუტატები
- 1 წევრი – ადვოკატთა ასოციაცია
- 1 წევრი – ომბუდსმენის აპარატი
- 1 წევრი – „იურიდიული დახმარების სამსახური“ – რაჟდენ კუპრაშვილი
- 1 წევრი – მეცნიერებათა აკადემია – ჯონი ხეცურიანი
- 1 წევრი – თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია
კომიტეტს გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
დარბაზიდან გავიდნენ: ანა ნაცვლიშვილი, შალვა შავგულიძე, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, თაკო ჩარკვიანი.
„ჩვენ დავტოვებთ სამუშაო პროცესს, თქვენ დარჩით. თქვენ დაინახეთ, რომ ყველა ოპოზიცია არის ერთ მხარეს, თქვენ ხართ მარტო“, – განაცხადა დარბაზისას გასვლისას ანა ნაცვლიშვილმა.
კენჭისყრის დროს სხდომაზე აღარ იყვნენ იაგო ხვიჩია, თამარ კორძაია და მიხეილ დაუშვილი.