სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დარეჯან კვარაცხელიამ ბალდის კანიონის დაცვის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას პატიმრობა ძალაში დატოვა.
დაცვის მხარე მოითხოვდა, ბჟალავა გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულიყო, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
პატიმრობა თავდაპირველად მას 14 ივნისს შეეფარდა.
მანამდე, იმავე დღეს ბალდის კანიონის კარავში თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 2 თავდამსხმელს და 1 აქტივისტს წარუდგინა.
უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 11 ივნისს მარტვილის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების გამო, ინდიკო ბჟალავამ გელა ხურცილავას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ინდიკო ბჟალავას ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინეს, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.