მოვუწოდებ პოლიტიზებულ მედიას, დაიბრუნონ ჟურნალისტის პროფესია - გიორგი ხელაშვილი

პუბლიკა

„რაც შეეხება პოლიტიზებულ მედიას – მოვუწოდებ, გაითვალისწინონ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი და დაიბრუნონ ჟურნალისტის პროფესია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში სესიაზე.

მისი თქმით, ქართულ დემოკრატიას მიუკერძოებელი მედია სჭირდება.

„ნუღარ წაშლიან ზღვარს ტელევიზიებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის.  რადგან ქართულ დემოკრატიას მიუკერძოებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკა სჭირდება და არა პოლიტიკური პარტიების მიერ მართული პროპაგანდისტული მანქანები“, – განაცხადა ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე, უცხოელი დამკვირვებლების შეფასებებზე.