მრჩეველთა საბჭომ პროტესტის მიუხედავად საშტატო განრიგში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საშტატო ერთეულების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადეს: სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ, გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი კი წინააღმდეგები იყვნენ.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

აჭარის მაუწყებლის ბორდის სხდომა დღეს, დილით აქციების ფონზე დაიწყო. სხდომის პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს უცხადებდა სოლიდარობას, მეორე ნაწილს კი, რომელსაც, აჭარის ტელევიზიის ცნობით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები შეადგენდნენ, აჭარის ტელევიზიის მიმართ ჰქონდათ პრეტენზიები

—————————–

საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი არ ეთანხმება დირექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტს, საშტატო განრიგში ცვლილებების შესახებ, რადგან მიაჩნიათ, რომ ცვლილებებით, დირექტორს სურს, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს ადამიანები, რომლებიც ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები არიან.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მიაჩნიათ, რომ დირექტორის გეგმები ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა მხარდასაჭერად ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს არაერთ ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile