შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის გადაწყვეტილებით, მსახიობი ბესო ზანგური დროებით, გამოძიების დასრულებამდე „რეპერტუარის ყველა როლიდან მოხსნილია“. ამის შესახებ „პუბლიკას“ თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ია შერაზადიშვილმა განუცხადა.
12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის ბესო ზანგურისგან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.
დღეს პირველად გააკეთა კომენტარი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ის ამბობს, რომ თავსგადახდენილი ძალადობის შესახებ საუბარი არასდროს არ აროს გვიან.
„ძალადაობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები და არამცთუ 11 წლის წინ, რამდენიმე წლის წინაც ვერ საუბრობდნენ ღიად. ჩვენ მსხვერპლს ვერასოდეს ვერ ვუსაყვედურებთ იმას რატომ არ იალაპარაკე დროზეო, ეს არ არის არასდროს სწორი და გამართლებული.
ვთვლი, რომ შექნილი მდგოამარეობიდან გამომდინარე არა მხოლოდ ერთმა მხარემ არამედ მეორემ უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.