„მთავარი არხის” ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფებს მარნეულში თავს დაესხნენ.
„არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები”, – წერს „მთავარი არხი”.
საინფორმაციო გამოშვების წამყვანების თქმით, ჟურნალისტ ჯეიხუნ მუჰამედალიზე თავდასხვა მას შემდეგ მოხდა, რაც მან მარნეულიდან პირდაპირი ჩართვა დაასრულა.
მარნეულში ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.
„პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მასალა განახლდება.