„მთავარი არხი": მარნეულში ჩვენს გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ

პუბლიკა

„მთავარი არხის” ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფებს მარნეულში თავს დაესხნენ.

„არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარებაც. ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, დაზიანებულია არხის აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები”, – წერს „მთავარი არხი”.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანების თქმით, ჟურნალისტ ჯეიხუნ მუჰამედალიზე თავდასხვა მას შემდეგ მოხდა, რაც მან მარნეულიდან პირდაპირი ჩართვა დაასრულა.

მარნეულში  ენმ-ის აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დღის ბოლოს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

„პუბლიკა” ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. მომხდარზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მასალა განახლდება.

LB loan image desktop LB loan image mobile