მთავარი უსაქმური კახა კალაძე ასფალტის ხეხვით იკეთებდა რეკლამას – ჩხარტიშვილი

პუბლიკა

„ანას ბაღის“ აქტივისტები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით, „ადგილი მოუნაცვლე“. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი უსაქმური კახი კალაძეა და არა ისინი, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას იცავენ.

„მადლობა „ანას ბაღის“ მცველებს, რომლებიც სამი წელია იბრძვიან „ანა ბაღისთვის“ და იმისთვის, რომ, სულ მცირე, ხუთი კორპუსის მოსახლეობა არ იყოს სიკვდილის რეალური რისკის ქვეშ. როგორც ეკოლოგი, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი, მათ გვერდზე ვიყავი და ვიქნები ბოლომდე. მათი ბრძოლა პრინციპულია, გაუვათ „ანას ბაღთან“, გაუვათ სხვაგანაც და გააგრძელებენ იმავეს.

სადაც მოსახლეობა იყო ერთიანი, ყველგან გავიმარჯვეთ და ასე იქნება „ანას ბაღის“ შემთხვევაშიც. ყველამ იცის, რომ თბილისი ევროპაში დაბინძურების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია. შარშან საქართველო კვლევის მიხედვით, ბოლოდან მეორე ადგილას დასახელდა ჰაერის დაბინძურების მიხედვით. ყოველი მეხუთე ადამიანს საქართველოში დაბინძურებული ჰაერი კლავს. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საწვავის გაყიდვით შოულობენ ფულს და პანდემიის დროსაც არ შეუჩერებიათ საკუთარი მოსახლეობის ეკოციდი.

გარემოს დაცვის სამინისტროს ეზოში ხეების გაჩეხვა გადაწყვიტა ხელისუფლებამ. სამარცხვინოა, მსოფლიოს არ არხსოვს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო საკუთარ ეზოს ჩეხავდეს. ასე იქცევა კალაძეც თავის ქალაქთან მიმართებაში და უსაქმურებს რაც შეეხება, ქვეყნის მთავარი უსაქმური კახი კალაძე, რომელიც ასფალტის ხეხვით იკეთებდა რეკლამას, ჩვენ გვეძახის უსაქმურებს, ვინც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას ვიცავთ.“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.