„მთავარმა არხმა" სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებაზე რგოლის განთავსებით კანონი დაარღვია | კომისია

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარ არხს“  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, მაუწყებელმა წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევით ორი სარეკლამო რგოლი განათავსა.

„პირველი რგოლი, რომელიც დარღვევით განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავს, ხოლო მეორე რგოლი 14 ოქტომბრის აქციაზე დასწრების მოწოდებას.

წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა კანონის მიხედვით, განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას. ასევე, რეკლამა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს. კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ვიდეორგოლები და მიიჩნია, რომ ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით”, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

LB loan image desktop LB loan image mobile