პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის ლიდერები პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
დღეს კანცელარიის შენობასთან 3 საათზე აქციაა დაგეგმილი, სადაც ოპოზიციის ლიდერების თქმით, შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებენ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.