ყველას გელოდებით 3 საათზე კანცელარიასთან - დეკანოიძე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს, 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია იგეგმება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, შეუერთდნენ პარტიის მხარდამჭერებს აქციაზე.

„როგორც მოსალოდნელი იყო დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ღარიბაშვილმა გადაწყვიტეს და საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიიტანეს შტურმი, იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. მაგრამ მე მინდა ყველას პირობა მივცე, რომ ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლოც იქნება თავისუფალი. ეს იქნება ძალიან მალე. ჩვენ არ გვეშინია მათი. ჩვენ ვაგრძლებთ ბრძოლას.

დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. ოფისი რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები გაანადგურეს არქივი, ყველა ოთახი გაპარტახებულია. ადამიანები დაწამლეს შენობაში.

ახლა ჩვენ მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც უსპობს ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყანას. მინდა მოგმართოთ ყველას ვინც ახლა ხართ სახლში, ვინც უყურებთ ტელევიზორს, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, ვისაც გადარდებთ ჩვენი შვილების ბედი მობრძანდით სამ საათზე კანცელარიასთან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ ასევე მოუწოდა მოქალქეებს აქციაზე გამოსვლისკენ. მისი თქმით, ისინი აგრძელებენ, მშვიდობიან დაუმორჩიელბლობას.

„ივანიშვილმა მორიგი უდიდესი გამოწვევა  გაუკეთა საზოგადოებას, საკუთარ მოქალქეებს, რომლებსაც ზიზღით, ძალადობით მოუგზავნა უამრავი რაოდენობა პოლიციელების და პრაქტიკულად დაარბიეს ხალხი. ეს იყო ის სისასტიკე რომელიც დაგვიანონსა ღარიბაშილის ხელით ბიძინა ივანშვილმა. ჩვენ ვართ ერთიანები მშვიდები, პრინციპულები და ვაგრძელებთ დაუმორჩიელბას. ყველა მოქალქეს როემლსაც ძვირფასია ბრძოლა თავისუფლებისთვის ველოდებით კანცელარიასთან, “- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.