ნიდერლანდების საელჩო: FT-ის ინფორმაცია სწორად არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას

პუბლიკა

Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს – ამის შესახებ საელჩო ფეისბუქზე წერს.

განცხადებაში სტატიის უზუსტობები განმარტებული ან შესწორებული არ არის.

Financial Time წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსული კანონის გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესების განხილვას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

მედია წერს, რომ მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამ ინიციატივის ირგვლივ დისკუსიებს უხელმძღვანელებენ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი.