ნიკარაგუამ 1500 NGO-ს მუშაობა აუკრძალა. ეს ნაბიჯი არის რეპრესიების ნაწილი იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც, პრეზიდენტ დანიელ ორტეგას შეფასებით, მის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.
აკრძალვა ეხება ორგანიზაცია „წითელ ჯვარს”, ასევე, კათოლიკურ ეკლესიებსაც და გულისხმობს იმ ორგანიზაციების ქონების კონფისკაციას, რომლებსაც გადაწყვეტილება შეეხო.
„ისინი არ ასრულებდნენ ვალდებულებებს”. – ნათქვამია ნიკარაგუის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ აკრძალულმა ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს, წარმოედგინათ ინფორმაცია ფინანსების, მათ შორის, შეწირულობების შესახებ.
სამოქალაქო სექტორის მიმართ რეპრესიები 2018 წლის შემდეგ გაძლიერდა – ამ წელს ქვეყანაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები იყო.
მთლიანობაში ხელისუფლებამ მუშაობა აუკრძალა და დახურა 5000-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია, კერძო უნივერსიტეტი და მედია.
ამასთან, გასულ კვირას მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, იმუშაონ ექსკლუზიურად „პარტნიორობის ალიანსებში“ სახელმწიფო უწყებებთან.
ნიკარაგუა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.