ნინი ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია „ფორმულაზე“ გადაცემა „პოლიტმეტრს“ წაიყვანენ

პუბლიკა

ჟურნალისტები ნინი ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემას წაიყვანენ. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ ნინო ჟიჟილაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ის ამბობს, გადაცემას „პოლიტმეტრი“ ერქმევა და ეთერში კვირაში ორჯერ გავა.

ჟურნალისტებმა ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ „TV პირველი” 12 ივნისს დატოვეს.

„მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე… ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის გემოვნებისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით“, – განმარტა მაშინ ნინო ჟიჟილაშვილმა.