ნინო სუხიშვილისთვის კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეგვიჩერებია, – გაერო

პუბლიკა

გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებ საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა.

თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის „არავინ ყურადღების მიღმა“ განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას  ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება  ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება  დროებით და  ელჩები ექვემდებარებიან როტაციას.” – ნათქვამია განცხადებაში.